რეზონანსი
12.06.2026

პოლიციის პოლკოვნიკი გოგა მემანიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია Facebook-ის გვერდზე - „ყველაფერი პოლიციის შესახებ“ გამოქვეყნდა, რასაც შს სამინისტროს პრესსამსახური ადასტურებს.

უწყება ადასტურებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ პოლიციის პოლკოვნიკმა შალვა ბარელაძემ თანამდებობა თავისი გადაწყვეტილებით დატოვა და კადრების განკარგულებაში გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გოგა მემანიშვილი დაინიშნა, რომელიც აქამდე ამავე დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.

თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი დავით მამაგეიშვილი დაინიშნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×