რეზონანსი
13.06.2026

არაბთა გაერთიანებული საამიროები მილიარდობით გაყინული დოლარის ირანისთვის გადაცემას დათანხმდა. ინფორმაციას „როიტერი“ ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, გადაწყვეტილება ტაქტიკურ ცვლილებად განიხილება მას შემდეგ, რაც აშშ-ისა და ისრაელის მიერ ისლამურ რესპუბლიკასთან წარმოებული ომის პერიოდში ირანი სპარსეთის ყურის მდიდარ არაბულ სახელმწიფოზე რამდენიმე კვირის განმავლობაში თავდასხმებს ახორციელებდა.

ამ ნაბიჯის შესახებ ინფორმაცია, რომელიც აქამდე საჯაროდ არ გავრცელებულა, დროში ემთხვევა თეირანსა და ვაშინგტონს შორის მიმდინარე ფართო მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპს, რომლის მიზანიც ომის დასრულებაა.

დიპლომატების თქმით, მოლაპარაკებები, შესაძლოა, მოიცავდეს აშშ-ის სანქციების გამო უცხოურ ბანკებში ნავთობის გაყიდვით მიღებული გაყინული ირანული ფულის გათავისუფლებას. საუბარია ათობით მილიარდ დოლარზე.

ორმა რეგიონულმა წყარომ „როიტერს“ განუცხადა, რომ საამიროები 10 მილიარდი დოლარის გამოყოფას დათანხმდა, საიდანაც 3 მილიარდ დოლარზე მეტი უკვე გადარიცხულია. შეთანხმების დეტალებში გარკვეულმა კიდევ ორმა წყარომ განაცხადა, რომ საერთო თანხა 20 მილიარდ დოლარს შეადგენს. მათი თქმით, ეს ნაბიჯი ირანის მხრიდან საამიროების წინააღმდეგ თავდასხმების შეწყვეტის სანაცვლოდ შეთანხმდა.

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში პირველი ტრანში, 3 მილიარდი დოლარი, უკვე ხელმისაწვდომი გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×