რეზონანსი
13.06.2026

„კატეგორიულად მიუღებელია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ვიზალიბერალიზაციით და უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟოს საქართველოს მოსახლეობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს მედიას განუცხადა.

მისი თქმით, ეს მიდგომა აიხსნება იმით, რომ ქართველ ხალხს ვერ პატიობენ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას.

„კატეგორიულად მიუღებელია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ვიზალიბერალიზაციით და უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟოს საქართველოს მოსახლეობა. მსოფლიოში ბევრი ერი და ქვეყანაა, ჩვენზე უფრო მრავალრიცხოვანი, უფრო დიდი ეკონომიკით. საქართველო, სადაც დაახლოებით 4 მილიონი მოსახლეობაა, ნამდვილად გამორჩეულია და განსაკუთრებულია თავისი ხასიათით, რაც ვერც ერთმა ევროპელმა, სამწუხაროდ, ვერ გაიაზრა. ამის ახსნა ის არის, რომ ქართველ ხალხს ვერ პატიობენ იმას, რომ ჩვენ თავად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ვაკეთებთ იმას, რაც ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია და არავის ვაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო გამოიყენონ თავიანთი ინტერესების გასატარებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×