რეზონანსი
13.06.2026

16 ივნისს, ტრამპი და ზელენსკი საფრანგეთში მონაწილეობას მიიღებენ „დიდი შვიდეულის” სამუშაო შეხვედრაში. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სამშაბათს [16 ივნისს] დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობას მიიღებენ ერთსა და იმავე სამუშაო შეხვედრაში „დიდი შვიდეული” სამიტის ფარგლებში საფრანგეთში, და შემდეგ დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონთან ვერსალში ისადილებს“, - წერს გამოცემა.

ასევე აღინიშნება, რომ 15 ივნისს ევიანში ჩასვლისას, სადაც „დიდი შვიდეულის” სამიტი გაიმართება, დონალდ ტრამპი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ემანუელ მაკრონთან, ხოლო სამშაბათსა და ოთხშაბათს მას ერთი-ერთზე შეხვედრები ექნება კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტისა და ინდოეთის ლიდერებთან.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×