რეზონანსი
13.06.2026

დოჰა - ერევანი - თბილისი - "კატარ ეარვეისმა" საქართველოს დედაქალაქში პირველი რეგულარული სატვირთო რეისი შეასრულა. საჰაერო გადაზიდვების ბაზარს კიდევ ერთი მსხვილი ოპერატორი შეემატა. ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ტვირთბრუნვის მზარდ დინამიკაზე მიუთითებს.

2025 წელს საქართველოს აეროპორტების ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 38 578 ტონა შეადგინა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აღნიშნავენ, რომ რეისების განახლება ქვეყანაში საჰაერო გადაზიდვების გააქტიურებას უკავშირდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში ხაზს უსვამენ ქვეყნის პოტენციალს და აცხადებენ, რომ საქართველო რეგიონის წამყვან ლოგისტიკურ ჰაბად ყალიბდება.

ბოლო მონაცემებით, 2025 წელს ტვირთბრუნვა, წინა წელთან შედარებით, 50 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2023 წლის მაჩვენებელს 101 პროცენტით აღემატება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×