
"მივესალმები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, დანერგვას. ჩვენ ჩვენი ყოველდღიური ნაბიჯებით ხელი უნდა შევუწყოთ აღნიშნული მიმართულების კიდევ უფრო გაღრმავებას" - ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძემ საუბრობს, რომელიც სტუდენტურ ფესტივალ 2026-ს ეხმაურება.
დღეს თბილისში დიდი სპორტული ღონისძიება გაიმართა. ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე 5-კილომეტრიანი მარათონი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
"აღნიშნულ ფესტივალს მივესალმები. ბოლო წლების განმავლობაში, სისტემატური ხასიათი მიიღო ამ ღონისძიების ჩატარებამ, სადაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა მონაწილეობს. წელს, 20-დან 25 000-მდე ადამიანია ჩართული. თქვენ იცით, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული უნივერსიტეტები იღებს მონაწილეობას, რაც ძალიან კარგია. მივესალმები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, დანერგვას. ჩვენ ჩვენი ყოველდღიური ნაბიჯებით ხელი უნდა შევუწყოთ აღნიშნული მიმართულების კიდევ უფრო გაღრმავებას. პირადად ვიღებ მონაწილეობას აღნიშნულ მარათონში და ყველას მოგიწოდებთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისკენ," - განაცხადა კახა კალაძემ.
დღეს თბილისში დიდი სპორტული ღონისძიება გაიმართა. ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე 5-კილომეტრიანი მარათონი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
რეგისტრაცია 10 საათზე დაიწყო, გარბენმა კი სტარტი 11:00 საათზე აიღო. მარათონი "სტუდენტური ფესტივალის" დასკვნითი ნაწილია, რომელიც 1 მაისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით 45 სხვადასხვა კულტურულ და სპორტულ აქტივობას აერთიანებდა.