რეზონანსი
14.06.2026

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი პირველად დააკავეს. ინფორმაცია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელეს.

ტანკერი „სმირტოსი“ ლა-მანშის სრუტის გავლას ცდილობდა, მისი დაკავების ოპერაცია, რომელშიც სამხედრო-საზღვაო ძალები მონაწილეობდნენ, 6 საათს გრძელდებოდა. ტანკერი ინგლისის სამხრეთ სანაპიროსთან, ლა-მანშის სრუტეში, ღუზაზე საყრდენ სადგომზე გადაიყვანეს. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, გემზე მონიტორინგი განხორციელდება ნებისმიერი ეკოლოგიური პრობლემისა თუ უსაფრთხოების რისკების გამოსავლენად.

„ეს წარმატებული ოპერაცია მორიგი დარტყმაა რუსეთისთვის და შეხსენებაა იმათთვის, ვინც ხელს უწყობს პუტინის ომს უკრაინაში - ჩვენ მათ მიმალვის საშუალებას არ მივცემთ“, - განაცხადა სტარმერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×