რეზონანსი
14.06.2026

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველშვილი „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ მოხალისეობრივ გარბენს შეუერთდა.

ყაველაშვილის თქმით, სტუდენტების, სპორტსმენების, სამთავრობო გუნდისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ერთობლივი მონაწილეობა ამ გარბენში მკაფიო გზავნილია იმისა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა თითოეული მოქალაქის საერთო პასუხისმგებლობაა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყოველი ნაბიჯი, რომელსაც დღეს საზოგადოება ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ დგამს, არის ინვესტიცია ქვეყნის უკეთეს მომავალში

მან მადლობა გადაუხადა თითოეულ მონაწილეს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, იმ საოცარი მუხტისა და ენერგიისთვის, რომელიც გარბენისას იგრძნობოდა და დასძინა, რომ მათი ენთუზიაზმი ნამდვილად სამაგალითოა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×