რეზონანსი
14.06.2026

სამწუხაროდ, შეუძლებელია 100%-ით მოხდეს დანაშაულის პრევენცია, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე ნებისმიერ უწყებაში თუ ზოგადად საზოგადოებაში, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ანონსზე საუბრისას.

დეპუტატის თქმით, ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს როლი უმნიშვნელოვანესია.

„როგორც კი შეიტყობენ ამის შესახებ შესაბამისი უწყებები, მათი რეაგირება, რომ მყისიერია, ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი. რაც შეეხება იმას, რომ ამ საკითხით მანიპულირებს „ტვ პირველი“, ზოგადად პროპაგანდისტული მედია იმით არის დაკავებული, რომ გამოგონილი ანდაც უკვე რეაგირებული ფაქტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჩრდილის მისაყენებლად გამოიყენონ, მოახდინონ სახელმწიფო უწყებების დისკრედიტირება, მაშინ როდესაც ამ ფაქტზე, როგორც მათთვის პირადა, ისევე საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს სათანადო და მკაცრი რეაგირება ჰქონდა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ინფორმაცია, რომელიც „ტვ პირველმა“ 12 ივნისს, ანონსში დამალა, 23 თებერვალს თავადაც გაავრცელა, რომ ძალადობაში მონაწილე პოლიციელები დააკავეს.

როგორც ცნობილია, პოლიციელების მიერ მოქალაქეებს ცემის შესახებ „ტვ პირველის“ გადაცემის ანონსს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ ფაქტს და სამივე პოლიციელი დაკავებულია.

ანონსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×