რეზონანსი
14.06.2026

რაც უფრო ბინძურ დეზინფორმაციას იკადრებენ, მით უფრო ბუმერანგივით დაუბრუნდებათ ეს ყველაფერი საკუთარ რეიტინგებით და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მათი რეიტინგები ისეთივე განადგურებულია, როგორც რადიკალური ოპოზიცია, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციურ მედიაზე საუბრისას.

მან კომენტარი გააკეთა „ტაბულასა" და „ფორმულას" მიერ ვიცე-პრემიერისა და სახელმწიფო მინისტრის მამუკა მდინარაძის განცხადების დამახინჯების ფაქტზე.

კონტექსტიდან ამოგლეჯილი და დამახინჯებული ციტატა, რითაც მამუკა მდინარაძის განცხადება გააყალბეს.

„ოპოზიციურ საკომუნიკაციო არხებს არაფერი კავშირი არ აქვს ობიექტურ სინამდვილესთან და ინფორმაციასთან. ეს არის პირდაპირ ცრუ პროპაგანდის მანქანები, რომლებიც მხოლოდ დეზინფორმაციით ცდილობენ, ფონს გასვლას. ამით ცდილობენ, მოატყუონ ჩვენი საზოგადოება, მაგრამ რა თქმა უნდა, ამის არანაირი შესაძლებლობა სინამდვილეში მათ არ გააჩნიათ. ამიტომ, რაც უფრო ბინძურ დეზინფორმაციას იკადრებენ, მით უფრო ბუმერანგივით დაუბრუნდებათ ეს ყველაფერი საკუთარ რეიტინგებით და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მათი რეიტინგები ისეთივე განადგურებულია, როგორც ის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც ისინი წარმოადგენენ", - აღნიშნა იონათამიშვილმა.

„ტაბულასა" და „ფორმულას" მორიგი „ფეიკი" - ოპოზიციურმა მედიამ ამჯერად ვიცე-პრემიერის და სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის განცხადება გააყალბა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×