
მადლიერი ვარ გაერთიანებული სამეფოსი რუსეთის ნავთობფლოტის წინააღმდეგ ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმისთვის - ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერი დიდი ბრიტანეთის სამხრეთ სანაპიროსთან დააკავეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
"სწორედ რუსეთის ამპარტავნებამ, ნავთობისა და გაზის მაღალი შემოსავლებით გაძლიერებულმა, გაუხსნა გზა ამ ომს და პარტნიორების ყველა გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთს ფულის გარეშე ტოვებს, თავად ომსაც ზღუდავს. მადლობას ვუხდი კირ სტარმერსა და ყველა ბრიტანელს ასეთი პრინციპული გადაწყვეტილებისთვის. ევროპას სასწრაფოდ სჭირდება საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა, რათა შესაძლებელი გახდეს არა მხოლოდ ტანკერების დაკავება და ნავთობის გადაზიდვების შეზღუდვა, არამედ მათ მიერ გადაზიდული ნავთობის კონფისკაციაც. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს მშვიდობის დამყარებას", - წერს ზელენსკი.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს დაავალა, შეეჩერებინათ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერი, რომელიც ლა-მანშის სრუტის გავლას ცდილობდა.
„დღეს დილით ადრე, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს მივეცი მითითება, შეეჩერებინათ ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერი, რომელიც ლა-მანშის გავლით გავლას ცდილობდა. ეს წარმატებული ოპერაცია კიდევ ერთ დარტყმას აყენებს რუსეთს და ახსენებს მათ, ვინც პუტინის ომს უკრაინაში ავრცელებს, რომ ჩვენ მათ დამალვის უფლებას არ მივცემთ", - დაწერა სტარმერმა სოციალურ ქსელში.