რეზონანსი
14.06.2026

დოკუმენტური ფილმი პალიმპიურ მოძრაობაზე სინამდვილეში არის ფილმი გამარჯვებების ისტორიაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მისი გადაღება შესაძლებელი გახდა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის, ფონდი „ქართუს" ქველმოქმედების შედეგად.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხარდაჭერა განვითარების სხვა ეტაპზე აიყვანს მთლიანად პარლიმპიურ მოძრაობას და ჩვენს პარაათლეტლებს, რაც კონკრეტულ შედეგებში ძალიან მალე აისახება", - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

„განუსაზღვრელი შესაძლებლობები", - ასე ჰქვია პარალიმპიელთა შესახებ ფონდ „ქართუსა" და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×