რეზონანსი
15.06.2026

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, კოორდინირებული მმართველობის რეიტინგს აქვეყნებს. https://chandlergovernmentindex.com/countries/georgia/

რეიტინგი ეფუძნება ბეტსელმანის ფონდის გლობალურ გამოკვლევას თემებზე: „რამდენად შეუძლია მთავრობას კონფლიქტური მიზნების კოორდინაცია თანმიმდევრულ პოლიტიკაში?” და „რამდენად ეფექტურად ავსებენ არაფორმალური კოორდინაციის მექანიზმები სამინისტროებს შორის კოორდინაციის ფორმალურ მექანიზმებს?

გლობალურ გამოკვლევაში საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიღო, მსოფლიოში 24-ე პოზიციაზე მოხვდა და ევროპაში კი მე-13 ადგილზე გამწესდა.

საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 2 ქვეყანას, OECD -ის, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 15 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: იაპონია, შეერთებული შტატები, ირლანდია, ისლანდია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, ჩრდილოეთ მაკედონია, ისრაელი, თურქეთი.

ამასთან საქართველო რეიტინგით უთანაბრდება დიდი შვიდეულის 2 და ევროკავშირის წევრ 9 სახელმწიფოს: გერმანიას, იტალიას, შვედეთს, ავსტრიას, პორტუგალიას, პოლონეთს , ჩეხეთს, ხორვატიას, ლატვიას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×