რეზონანსი
15.06.2026

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამუშაო შეხვედრაზე რამდენიმე დღის წინ პირდაპირ ეთერში მომხდარ შემთხვევას განიხილავენ. მუსიკალური ნომრის შესრულებისას, მოზარდმა გონება დაკარგა. მისი ბებიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ამის მიუხედავად სიმღერა გაგრძელდა და ბავშვის გონების კარგვაზე რეაგირება არავის აქვს. სამუშაო შეხვედრაზე პოზიცია გამოხატა ლიზა ბაგრატიონმა:

"სტუდია დიდია, ვიყავით ბევრი ადამიანი, არ მოხდა ამის  დაფიქსირება. ეს არის მართლაც საზარელი სანახავი და მე ძალიან კარგად მესმის არა მხოლოდ ამ ბავშვის ოჯახის, არამედ ყველას შეშფოთება იმის გამო რაც მათ დაინახეს... უბრალოდ მე მინდა გულწრფელად ბოდიში მოვუხადო არა მხოლოდ იმ საოცარ გოგონას თავისი ოჯახით, არამედ ყველა იმ ბავშვს და მათ ოჯახებს ვინც იქ იდგა იმიტომ, რომ ჩვენ, დიდებმა, მოვახერხეთ და მათ საოცარი სტრესი მივგვარეთ. 

ასევე ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა ჩემს თანამშრომელს, ყველა ჩემს კოლეგას, ჩემ საყვარელ არხს და ყველა ვინც იყო თუ არ იყო იქ იმიტომ, რომ პირველი არხი ამ დღეების განმავლობაში, სერიოზული დარტყმა მიიღო და რა თქმა უნდა, თითოეულ ადამიანს, ვინც ეს გულთან მიიტანა, ვინც ამაზე წარმოიდგინა თავისი თავი, თავისი შვილი და ეჭვი შეეპარა ადამიანის ჰუმანურობაში. ეს არის ერთადერთი, რაც მე შემიძლია ვთქვა" - განაცხადა ლიზა ბაგრატიონმა საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე სამუშაო შეხვედრაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×