რეზონანსი
15.06.2026

ადვოკატ შოთა თუთბერიძეს ნინო წილოსანის საჯარო შეურაცხყოფისთვის მოსამართლემ 4 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

საქმე ეხება ნინო წილოსანის 2 ივნისის პოსტზე შოთა თუთბერიძის მიერ დატოვებულ შეურაცხმყოფელ კომენტარს. საქმის წარმოება შსს-ს „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ“ დაიწყო.

„შეურაცხმყოფელი ამ კომენტარში არაფერია, ეს იყო უბრალოდ ფაქტის დაზუსტება, რაც შეიძლება მომხდარიყო. არ ვნანობ არც ერთ ქმედებას, მზად ვარ პასუხი ვაგო სრულად ყველა კომენტარზე და ყველა სიტყვაზე, რომელიც დამიწერია სადმე, ან მითქვამს“, - განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×