რეზონანსი
15.06.2026

უკრაინის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნის გადაწყვეტილებას პოლონელი პოლიტიკოსები აკრიტიკებენ.

ევროპარლამენტარი ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრება საფრთხეს უქმნის პოლონეთის სოფლის მეურნეობას, სატრანსპორტო სექტორსა და უსაფრთხოებას.

„დღეს ლუქსემბურგში უკრაინის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების პირველ კლასტერს ოფიციალურად გახსნიან. ტუსკის მთავრობა კი ამას ყოველგვარი პირობების წაყენების გარეშე დათანხმდა. უკრაინის ევროკავშირში გაწევრება აშკარა საფრთხეს უქმნის ჩვენს სოფლის მეურნეობას, ჩვენს სატრანსპორტო სექტორს და ჩვენს უსაფრთხოებას, რადგან მიგრანტების კიდევ უფრო მეტად უკონტროლო შემოდინება დაიწყება. ამიტომაც მკაცრად ვამბობ უარს უკრაინის ევროკავშირში შესვლაზე!“, - აცხადებს ევა ზაიაჩკოვკს ჰერნიკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×