
„ქართულ ოცნებაში“ სალომე სამადაშვილის მიზანმიმართულ ტყუილსა და დეზინფორმაციაზე საუბრობენ. საუბარია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებაზე, სადაც სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე ღარიბი სახელმწიფოა. პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ეს სიცრუეა და მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე საქართველო საგრძნობლად უსწრებს მოლდოვას და უკრაინას.
„უნიჭობის ზეიმია სალომე სამადაშვილს რომ ვუყურებ. ხელმოცარული დიპლომატი, შემდეგ აქ პარლამენტში რომ იჯდა, საქართველოს წინააღმდეგ ჩადიოდა ის და კანდელაკი, მეორე ორჯონიკიძე რომ გვყავს კიდევ, და უვიზო მიმოსვლა გაუუქმეთო საქართველოს, ამას ქადაგებდნენ. შემდეგ, უპრინციპობის, უთავმოყვარეობის სიმბოლოა ქალბატონი სამადაშვილი. სალომე, ჩამორჩი, ეტყობა, არ გეცალა პოლიტიკისთვის და უყურე, კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რაც ჩამოთვალე, საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე 10 000 დოლარზე მაღლა აქვს, სავალუტო ფონდის სტატისტიკაა ეს. უკრაინას გაცილებით ნაკლები აქვს, დაახლოებით 6-7 ათასი დოლარის ფარგლებში, მოლდავეთს კიდევ უფრო ნაკლები. ასე, რომ თავიდან წაიკითხე ეს ყველაფერი და თავიდან სცადე რაღაც სერიოზული განცხადება გააკეთო“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა.
საერთაშორისო კვლევები და ავტორიტეტული ორგანიზაციების ინდექსები კი საპირისპიროს ამტკიცებს. მათ შორის სავალუტო ფონდის 2025 წლის მონაცემების მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე საქართველო საგრძნობლად უსწრებს მოლდოვას და უკრაინას. ასევე ევროკავშირის უკვე წევრ რამდენიმე ქვეყანას.