რეზონანსი
17.06.2026

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის, უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის, ყალ­ბი სა­გა­და­სა­ხა­დო და ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის, დამ­ზა­დე­ბი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტებ­ზე 8 პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. 

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ 2019 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, სს „სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის“ იმ­ჟა­მინ­დელ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა და­ვით ფე­რა­ძემ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფი, რო­მელ­საც წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სქე­მის შე­სა­ბა­მი­სად უნდა უზ­რუნ­ვე­ლე­ყო სს „სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის“ კუთ­ვნი­ლი ლი­თო­ნის ჯარ­თის შეგ­რო­ვე­ბა, ტრან­სპორ­ტი­რე­ბა და და­ხა­რის­ხე­ბა შემ­დგომ­ში რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით ისე, რომ ვერ მომ­ხდა­რი­ყო მისი სა­წყი­სი ზუს­ტი ოდე­ნო­ბის დად­გე­ნა. და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, „სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის“ სხვა­დას­ხვა ტე­რი­ტო­რი­ი­დან, სის­ტე­მა­ტუ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და მოგ­რო­ვი­ლი ჯარ­თის ნა­წი­ლის, და­სა­წყო­ბე­ბის ნაც­ვლად, სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით გა­ტა­ნა და შპს „ჯე­ოს­თი­ლის“ სა­წარ­მო­ში ჩა­ბა­რე­ბა. ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის მიერ მზად­დე­ბო­და ყალ­ბი სა­გა­და­სა­ხა­დო დო­კუ­მენ­ტე­ბი.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა აცხა­დებს, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მის გა­მო­ყე­ნე­ბით, 2020-2021 წლებ­ში და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი, „სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის“ კუთ­ვნი­ლი 22 120 ტონა ლი­თო­ნის ჯართს და­ე­უფლნენ, რაც წარ­მო­მავ­ლო­ბის შეც­ვლის შემ­დგომ რე­ა­ლიზ­და შპს „ჯე­ოს­თილ­ზე“, ხოლო რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა აკუ­მუ­ლირ­დე­ბო­და სქე­მა­ში ჩარ­თუ­ლი მე­წარ­მე სუ­ბი­ექ­ტე­ბის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე, პე­რი­ო­დუ­ლად კი ხდე­ბო­და მისი გა­ნაღ­დე­ბა და ჯგუ­ფის წევ­რებს შო­რის გა­ნა­წი­ლე­ბა.

„შე­სა­ბა­მი­სად, „სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზას“ დიდი ოდე­ნო­ბით - 17 391 121 ლა­რის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნი მი­ად­გა. ასე­ვე, 2022 წელს და­ვით ფე­რა­ძემ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფი და 2022 წლის 29 აპ­რილს, სს „სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა­სა“ და შპს „რა­ველდს“ შო­რის გა­ფორმ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მიმ­წო­დებ­ლის­გან შე­ის­ყი­და ლი­ან­დაგ­ში არ­სე­ბულ რელ­სებ­ზე დე­ფექ­ტე­ბის აღ­დგე­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბა. სა­მუ­შა­ო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, და­ვით ფე­რა­ძის მი­თი­თე­ბი­თა და ორ­გა­ნი­ზე­ბით, „სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის“ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ფი­ლი­ა­ლის იმ­ჟა­მინ­დელ დი­რექ­ტო­რი­სა და მიმ­წო­დებ­ლის დი­რექ­ტო­რის მიერ, მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქ­ტებ­ში ყალ­ბი მო­ნა­ცე­მე­ბი ჩა­ი­წე­რა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც შპს „რა­ველ­დიმ“ „სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზი­სა­გან“ ზედ­მე­ტად 403 844,69 ლარი მი­ი­ღო. შე­დე­გად „სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზას“ მი­ად­გა დიდი ოდე­ნო­ბით მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნი.

და­კა­ვე­ბუ­ლებ­სა და ასე­ვე, და­უს­წრებ­ლად ორ პირს ბრალ­დე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ ჩა­დე­ნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თაღ­ლი­თო­ბის, უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის, ყალ­ბი სა­გა­და­სა­ხა­დო და ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის, დამ­ზა­დე­ბი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტებ­ზე წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზომა 12 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს. ორი პი­რის მი­მართ, რომ­ლებ­საც ბრალ­დე­ბა და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნათ, ძებ­ნა გა­მო­ცხად­დე­ბა“, - აცხა­დებს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×