რეზონანსი
17.06.2026

"ელე­ნეს ტყუ­ი­ლად და­ჭე­რის­თვის და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო, ვერ გა­და­მირ­ჩე­ბი!“- ასე მი­მარ­თავს პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას დედა, ირი­ნა გუნ­ცა­ძე “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დამ­ფუძ­ნე­ბელ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს.

ირი­ნა გუნ­ცა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა.

"რო­გორც არა­სო­დეს, ისე მინ­და მის­წვდეს ჩემი ხმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს! ელე­ნეს ტყუ­ი­ლად და­ჭე­რის­თვის და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო, ვერ გა­და­მირ­ჩე­ბი! მე გე­ყო­ფი შენ!“ - წერს ირი­ნა გუნ­ცა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, „კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და. ხოშ­ტა­რი­ას სახ­სრე­ბის ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი აქვს, მოძ­რა­ო­ბის გაძ­ნე­ლე­ბა, რის გა­მოც ვერ ახერ­ხებს ზოგ­ჯერ წე­რას და გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას ყა­ვარ­ჯე­ნი სჭირ­დე­ბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×