
ბიზნეს რეკეტის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული საბაჟოს ყოფილი თანამშრომელია. მარნეულში, მის სახლში სპეცოპერაცია გამთენიისას ჩატარდა. ოჯახის წევრები "პირველებს" ეუბნებიან, რომ გაუგებრობა მოხდა, სინამდვილეში დაკავებულს დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან კავშირი არ ჰქონია.
არაფერი არ ვიცით ჯერ. არ არეკეთებდა ხალხს. საბაჟოზე მუშაობდა ადრე", - ამბობს ოჯახის წევრი.
პოლიციით იყო სავსე მთელი ეზო, უთენია მოვიდნენ და წაიყვანეს. რომელია დაკავებული არ ვიცი. ორი ძმანი არიან, მამა პოვარია. ერთი ძმა საბაჟოზე მუშაობს, მეორე მეჩეთში. არ ვიცით რა კავშირი შეიძლება ჰქონოდათ კრიმინალებთან". - აცხადებს მეზობელი.
კიდევ ერთი დაკავებული, რომლის ასაყვანად სპეცოპერაცია კასპში ჩატარდა, იბრაგიმ ნურიევია - მდვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსხვერპლია. უფლებადამცველი ირწმუნება, რომ ნურიევი ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა, თანხას კი "კრიმინალური ავტორიტეტები" სძალავდნენ.
რეალურად, ეს ადამიანი არის მსხვერპლი კონკრეტული პირის მოქმედებების შედეგად - მის მიმართაც ფულის მოთოვნას ჰქონდა ადგილი. ეს ადამიანი არაფერს არ მალავს, ყველაფერს საუბრიბს საგამოძიებო ორგანოსთან. ეს ადამიანი დაზარალებული უნდა ყოფილიყო და არა ბრალდებული. მასაც სძალავდნენ ფულს. არაფერს საქმიანობს - რავიცი იყიდის, გაყიდის. კი, ლმურაზ მამედოვის სახელით უკავშირდებოდნენ მასაც", - ამბობს ადვოკატი ნოდარ ცინცაძე.
რა სქემით არეკეტებდნენ ბიზნესს საქართველოში? - ირკვევა, რომ სახლების გადაწვის უკან, ე.წ. კანონიერი ქურდები იდგნენ.
თბილისში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს.
ირკვევა, რომ კიდევ ცხრა პირს ბრალი წარედგინა, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს.
დასახელდა საზღვარგარეთ მყოფი „კრიმინალური ავტორიტეტის“ – ელმურაზ მამედოვის გვარი. გამოძიების ინფორმაციით, ამჟამად დაკავებულები ფინანსური დავების მოსაგვარებლად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, რომლებშიც მამედოვი მონაწილეობდა.