რეზონანსი
19.06.2026

ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი სოციალურ ქსელ X-ში ლიბანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთელი ლიბანი უნდა დაიწვას.

„ებრაელი დედის თითოეული ცრემლის გამო, ათასობით ლიბანელი დედა უნდა ტიროდეს. მთელი ლიბანი უნდა დაიწვას! ამერიკელების მიმართ დიდი პატივისცემით, ისრაელმა მთელ მსოფლიოს ნათლად უნდა განუცხადოს, რომ ჩვენი შვილების სისხლი და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება არ იცვლება. მთელი ლიბანი უნდა დაიწვას. ჩვენი უზენაესი ვალია ისრაელის მოქალაქეებისა და ისრაელის თავდაცვის არმიის სამხედროების დაცვა და აღნიშნული ძალისხმევა სხვასთან შედარებით არის უპირატესი“, - დაწერა მან.

ბენ-გვირმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირისპირ შეხვედრების დროს მას არაერთხელ უთქვამს, რომ ებრაელი დედის თითოეული ცრემლისთვის ათასობით ლიბანელი დედა უნდა ტიროდეს.

„პრემიერ-მინისტრს პირად საუბრებშიც ვეუბნებოდი: ებრაელი დედის თითოეული ცრემლისთვის ათასობით ლიბანელი დედა უნდა ტიროდეს. საკმარისია პინგ-პონგი. ახლო აღმოსავლეთში შეზღუდული პასუხის გაცემითა და თავშეკავებით ვერ გაიმარჯვებ - უნდა იყო მებრძოლი. გაანადგურო. დაამსხვრიო“, - დასძინა ისრაელის უსაფრთხოების მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×