
„დროას“ პატიმრობაში მყოფი ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს აქვეყნებს და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ზაქრო ალბუთაშვილს მოუწოდებს, შიმშილობის ნაცვლად, პირიქით, იმკურნალონ, გაძლიერდნენ და ისე იბრძოლონ. ბრალდებული ალბუთაშვილი ხოშტარიას სოლიდარობას უცხადებს და შიმშილობას იწყებს. ამასთან, ხოშტარია მადლობას უხდის საზოგადოებას, გვერდში დგომასა და მხარდაჭერისთვის.
„მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია. პირველ რიგში, სრული მხარდაჭერა და თანადგომა 4 ოქტომბრის სრულიად უნამუსო და უკანონო საქმეზე მისჯილებს. ბატონ გოგი ჩახუნაშვილს, რომელსაც დიდი ამაგი აქვს ჩემს ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებულ სიყვარულს ვუგზავნი. უკიდურესად შეწუხებული ვარ ზაქრო ალბუთაშვილის მდგომარეობით. ძალიან ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას და ძალიან გთხოვთ დასუსტების, შიმშილობის ნაცვლად, პირიქით, ვიმკურნალოთ, გავძლიერდეთ და ისე ვიბრძოლოთ.
დიდი მადლობა ყველა ჟურნალისტს, სამოქალაქო აქტივისტს პოლიტიკოსსა და მოქალაქეს მხარდაჭერისთვის. ყველას მინდა მოგმართოთ თხოვნით, ყველამ დავივიწყოთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი. ეს აძლევს ბერკეტს ბიძინა ივანიშვილს, ჩვენზე მოახდინოს გავლენა და შანტაჟი. მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია. მე ვიქნები თავისუფალი ყველა პატიმართან ერთად, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ. არცერთ ვითარებაში ბიძინაზე დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ. თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად. აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას, ამაზე არ იდარდოთ. ვკონცენტრირდეთ მთავარზე - რეჟიმის ჩამოშლაზე.
ხვალ ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი დღეა 20 ივნისი, როდესაც რუსებმა ნათლად დაინახეს ქართველი ხალხის მრისხანება, ჩვენი შეურაცხყოფის შედეგად. დაზარალდნენ ადამიანები და მათ შორის, მათთვისაც გრძელდება ბრძოლა. კიდევ ერთხელ ჩემი მხარდაჭერა რეჟიმის ყველა ტყვეს და მადლობა სოლიდარობისთვის“, - წერს ელენე ხოშტარია.