რეზონანსი
19.06.2026

სრული აბსურდია, რომ ვინმეს ყურადღება არ ექცევა დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში. საზოგადოება არ იღებს ასეთ ტყუილს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია პატიმრობაში მყოფ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

მისი თქმით, მაქსიმალურად ექცევა ყურადღება არა მხოლოდ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას, არამედ ყველა იმ პატიმარს, ვინც საქართველოს პენიტენციურ სისტემაში იხდის სასჯელს.

„სრული აბსურდია, რომ ვინმეს ყურადღება არ ექცევა დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში. საზოგადოება არ იღებს ასეთ ტყუილს. მათ [ოპოზიციას] რომ ვუსმენდეთ, სააკაშვილი უკვე რვაჯერ უნდა გვყავდეს დაკრძალული. ღმერთმა დიდხანს ამყოფოს ჯანმრთელად და ბედნიერად. ვხედავთ დღეს მის გამოსვლებს და პოლიტიკურ განცხადებებს. დამერწმუნეთ, მაქსიმალურად ექცევა ყურადღება არა მხოლოდ ქალბატონი ელენეს ჯანმრთელობას, არამედ ყველა იმ პატიმარს, ვინც ჩვენს პენიტენციურ სისტემაში იხდის სასჯელს. არ აჰყვეთ ამ აბსურდს და მერწმუნეთ, საზოგადოება ამ აბსურდს არ აჰყვება“, - განაცხადა კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×