რეზონანსი
19.06.2026

მინდა, მადლობა გადავუხადო  ტაჯიკეთს საქართველოს ეროვნული ინტერესების ძლიერი მხარდაჭერისა და დაცვისთვის. მადლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის  პატივისცემისთვის, რასაც საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირალი კობახიძემ ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდასთან შეხვედრაზე განაცხადა. 

ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთის პრემიერს ქართული დელეგაციის უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს ისტორიული მომენტია. საქართველოდან უმაღლესი დონის პირველი ოფიციალური ვიზიტი ხორციელდება ტაჯიკეთში. ჩვენი ერები, ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან ისტორიული ტრადიციებით, მეგობრობით  და ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაქსიმუმი გავაკეთოთ ჩვენი პარტნიორობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

ჩვენ ამ მიზნისადმი ერთგულებას ვადასტურებთ. მინდა, მადლობა გადავუხადო  ტაჯიკეთს საქართველოს ეროვნული ინტერესების ძლიერი მხარდაჭერისა და დაცვისთვის. მადლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის  პატივისცემისთვის, რასაც საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×