რეზონანსი
19.06.2026

გარემოს ეროვნული სააგენტო პროგნოზს აქვეყენებს. სააგენტოს ცნობით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე  მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი.

„19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე  მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. საქართველოს მდინარეებზე ნარჩუნდება მაღალი წყლიანობა. 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეული მდინარეების აუზებში (ენგური,რიონი, არაგვი, იორი, ალაზანი) წყლის დონეების საშიშ ნიშნულებამდე მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)“, - წერია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×