რეზონანსი
19.06.2026

გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია, - განაცხადა „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა წყალტუბოში, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ახალგაზრდებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, ახალგაზრდებმა ისაუბრეს დასაქმებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე, ახალგაზრდულ სივრცეებზე და განათლების რეფორმაზე.

„ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გამოვიდა. ვიცით, რომ რეგიონებში ბოლო შეხვედრაა ამ მასშტაბით. დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში. QR კოდის მეშვეობით ვიცით, რომ ბევრი ადამიანი რეგისტრირდება და შევეცდებით, რომ ახალგაზრდები მაქსიმალური რაოდენობით დავასწროთ“, - განაცხადა ლიპარტელიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×