რეზონანსი
20.06.2026

ლონდონის მახლობლად ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, დაღუპული ერთ-ერთი მატარებლის მძღოლია. რაც შეეხება დაშავებულებს, 11-მა ადამიანმა ძალიან მძიმე დაზიანებები მიიღო, 22 ადამიანი სერიოზულად დაშავდა, ხოლო 56-ს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

რა გახდა შეჯახების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ექიმი, რომელიც ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა და მსუბუქად დაშავდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ შეჯახება მოულოდნელად მოხდა. მისი თქმით, ერთ-ერთი ვაგონი რელსებიდან გადავიდა.

დაღუპულისა და დაშავებულების ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×