რეზონანსი
21.06.2026

დაკავებული ექიმის, გიორგი ჩახუნაშვილის მხარდასაჭერად, 22 ივნისს, 11:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით „თეთრხალათიანების სოლიდარობის აქცია" დაანონსდა.

"კლინიკების ასოციაციის" ხელმძღვანელმა, ვილი პაჭკორიამ საქართველოში მოქმედ ყველა კლინიკას და ამბულატორიას მოუწოდა, გიორგი ჩახუნაშვილის მხარდასაჭერად ყველანი თეთრი ხალათით დადგნენ კლინიკებთან.

მედიკოსები ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებას გმობენ და მას სოლიდარობას უცხადებენ.

„საქართველოს კლინიკების ასოციაცია აღშფოთებულია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ვინაიდან ასეთი ღვაწლმოსილი, გამოცდილი და პატივსაცემი ექიმი, პედიატრი, კარდიორევმატოლოგი, აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი იქნა უდანაშაულოდ დაკავებული. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს კლინიკების ასოციაცია მოუწოდებს საქართველოში მოქმედ ყველა კლინიკას და ამბულატორიას, სოლიდარობის ნიშნად, ხვალ, დილით, 11:00 საათზე ჩავატაროთ თეთრხალათიანთა 5 წუთიანი სოლიდარობის კონსილიუმი. ყველანი თეთრი ხალათით კლინიკებთან დავდგეთ ერთი მოწოდებით: თავისუფლება და სოლიდარობა გიორგი ჩახუნაშვილს", - განაცხადა ვილი პაჭკორიამ.

4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

კერძოდ, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ ექვსი პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მათ სასამართლომ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×