რეზონანსი
22.06.2026

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ნახევარგამტარების მწარმოებელ ქარხანა „სბორკაზე“ განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, როგორ ამოდის ქარხნიდან ძლიერი კვამლი. გავრცელებული ინფორმაციით, ვორონეჟს ბრიტანული Storm Shadow-ის რაკეტებით დაარტყეს.

უკრაინული მედია წერს, რომ ქარხანა აწარმოებს ტრანზისტორებს, დიოდებს, მიკროსქემებს და სიმძლავრის მოდულებს, რომლებიც გამოიყენება რუსული რაკეტების (მათ შორის „ისკანდერისა“ და „კალიბრის“ რაკეტების მართვის სისტემებში, ასევე რადიოლოკაციურ სადგურებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×