რეზონანსი
22.06.2026

კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშნეკო მინსკის მისამართით ზელენსკის მუქარის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ზელენსკის მუქარა ბელარუსის მიმართ წარმოადგენს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფას.

„თქვენ იცით, რომ ბელარუსის პრეზიდნეტმა ისაუბრა ამასთან დაკავშირებით. კონტაქტები მასსა და პუტინს შორის დაგეგმილია მოკლევადიან პერსპექტივაში. ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ ეს და სხვა საკითხები იყოს განხილული. მაგრამ, მუქარა ნამდვილად აგრესიულია – ჩარევა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში, სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა. მაგრამ, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ბეალრუსის ხელმძღვანელობას, თავად ბელარუსს, შეუძლია, უზრუნვლეყოს საკუთარი სუვერენიტეტი“,- განაცცხადა პესკოვმა.

მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ბელარუსის პრეზიდენტს, შეწყვიტოს რუსეთის არმიისთვის საწვავის მიწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინის პრეზიდენტი ბელარუსს საჯარო და „სხვა სახის“ ნაბიჯების გადადგმას დაჰპირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×