
დატოვებს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის ალიანსს სავარაუდოდ, პოლიტსაბჭოზე გადაწყდება.
პარტიის წარმომადგენლების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ალიანსის კონკრეტული სუბიექტების მხრიდან თავდასხმებს, რომლებსაც მუდმივად ისმენენ, არ შეძლება პარტია ამდენი ხნის განმავლობში ითმენდეს.
ნანუკა ჟორჟოლიანი დიდი პარტიებისთვის ალიანსში ყოფნის საჭირეობას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ ეს მხოლოდ იმისთვის შეიქმნა, რომ “პატარა პარტიებმა მთავარ მოთამაშეებად წარმოადგინონ თავიანთი თავი.“
"მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ მოხდა, მას შემდეგ ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა შეადგინა, მიხეილ სააკაშვილის და არა მხოლოდ მისი ლანძღვა - გინებით, მათ შორის დაკავებული სხვა ლიდერებით. ის არის ერთადერთი მოწმე იმ საქმეში, რომელიც აბსოლუტურად სხვა მიმამრთულებას აძლევს 4 ოქტომბრის საქმეს. მას შემდეგ მართლა ძალიან ბევრი რამ მოხდა და ობიექტური მიზეზები შეიქმნა, რომ 5 -იანი ამ ალიანსს აღარ წარმოადგენდეს. ასეთი პარტია, რომელსაც არც კენჭი უყრია, არც ხმების რაოდენობა ვიცით, არც მისი მნიშვნელობა,ა რა თუ ქვეყნის მასშტაბით, არამედ მცირე მასშატაბითაც, რატომ არის ზუსტად ისეთივე მოთამაშე, როგორიც ისეთი დიდი პარტიები, როგორიცაა, 5-იანი, 4-იანი და ა.შ. მაგიდასთან იგივე პირობებით რატომ ზის? შესაბამისად, ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზია, ესეთი ტიპის ალიანსები სჭირდებათ უფრო მეტად პატარა პარტიებს, მთავარ მოთამაშეებად წარმოადგენენ ხოლმე საკუთარ თავს. დიდ პარტიებს უკვე დამტკიცებული აქვთ და აბსოლუტურად სხვა პრობლემები აქვთ, სხვა ბრძოლა აქვთ, და ვფიქრობ, დიდმა პარტიებმა საკუთარ ამომრჩეველზე უნდა იფიქრონ და არა იმაზე, ეს ალიანსი რა პირობას შეუქმნის პატარა მოთამაშეებს, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
ალიანსში ყოფნის საკითხი, რა თქმა უნდა, გადაწყდება, ასე მუდმივად ვერ გაგრძელდება, - ამბობს ენმ-ის წვერი ირაკლი ფავლენიშვილი. მისი თქმით, “მუდმივი თავდასხმების პირობებში, მათი ალიანსში ყოფნა პროდუქტიული ვერ არის. “
"სამწუხაროდ, მიჩვეულები ვართ პიროვნულ თავდასხმებს და ასეთ პირობებში ჩვენი იქ ყოფნა რომ პროდუქტიული ვერ არის, ეს მათი დამსახურებაა და არა ჩვენი. ზოგადად, საქმიანი გარემო რომ არ არის, ესეც მათი დამსახურებაა. ალიანსში ყოფნის საკითხი, რა თქმა უნდა, გადაწყდება, ასე მუდმივად ვერ გაგრძელდება. ძალიან მალე გაირკვევა ყველაფერი, გასაგებია, რომ ვიღაცები დაიღალნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამ დაღლის მიზეზი არის ის ხალხი, ვინც პიროვნულ თვდასხმებს ახდენს ჩვენზე და არიან არასაქმიან გარემოში, - განაცხადა ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის უცნობია, როდის იმსჯელებს “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო ალიანსის დატოვების საკითხზე.