რეზონანსი
22.06.2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი, ლუხუმ ნაკვეთაური, სამართალდამცავ უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს

არსებული ინფორმაციით, საქმე უკავშირდება მრჩევლის სამსახურში გამოუცხადებლობის საკითხის შესწავლას.

მათ შორის, იღებდა თუ არა ის ანაზღაურებას და სარგებლობდა თუ არა სამსახურებრივი რესურსებით მაშინ, როცა სამსახურში ფაქტობრივად არ ცხადდებოდა.

ნაკვეთაურმა გამოცემასთან “მთავარი ამბები კახეთიდან” საუბრისას დაადასტურა, რომ აღნიშნულ საკითხზე მასთან შეკითხვები არსებობს.

„- მედავებიან, რატომ არ დადიოდიო. მაგრამ, მე რა დავალებებსაც ვიღებდი, ყველაფერს ვასრულებდი. დანარჩენ დეტალებს გავარკვევ, არ მაქვს სრულყოფილი ინფორმაცია და დაგიკავშირდებით“, - განაცხადა ნაკვეთაურმა.

ლუხუმ ნაკვეთაური მერის მრჩევლად დანიშვნამდე ააიპ „კომუნალური მომსახურების ცენტრის“ ხელმძღვანელი იყო, მანამდე კი ქვემო ქედის გამგებლის პოზიციას იკავებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავ უწყებაში გამოკითხვაზე დაბარებულ პირებს შორის შესაძლოა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილიც იყოს.

წარდგენილი აქვს თუ არა ვინმეს ბრალდება, ოფიციალური განცხადება შესაბამის უწყებებს ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ.

წყარო: mak.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×