
"ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა აჭარის ტელევიზიის ეთერში, გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ქმედებები მწვავედ გააკრიტიკა და ოპოზიციური ალიანსის მთავარ "ამრევ ფაქტორად" დაასახელა.
ჩერგოლეიშვილის განცხადებით, სააკაშვილი კატეგორიულად ვერ ეგუება ძალაუფლების დაკარგვას - საკუთარი პარტია ალიანსში "ძალით შემორეკა", რათა პოლიტიკური იზოლაცია თავიდან აერიდებინა. მისი შეფასებით, სააკაშვილი დაკარგულ დიდებას არის ჩაჭიდებული, ამ პროცესში, პოლიტიკური რეალობის აღქმა დაკარგული აქვს და ოპოზიციურ ერთობას ანგრევს.
"ერთადერთი ამრევი ფაქტორი ალიანსში არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ვერ ეგუება, რომ ის ერთ-ერთია, ის არის თავისი პარტიის ლიდერი და არაფერი სხვა.
რა საკვირველია ალიანსში თვითონ უნდოდა, იზოლაციაში რომ დარჩეს - მეხუთე ადგილას გასული პარტიაა.
თინა ბოკუჩავას მართლა არ უნდოდა ჩემი აზრით შემოსვლა, იმიტომ რომ პასუხისმგებლობის აღება არ უნდოდა - სააკაშვილს უნდოდა, სააკაშვილმა ძალით შემორეკა ეგენი, იმიტომ რომ იზოლაციაში დარჩენა რასაც ნიშნავს იცის, სააკაშვილი ჩერგო არ არის, რომ იზოლაციაში თავი ისე იგრძნოს როგორც თევზმა წყალში და თავისას მიაწვეს, ეს თავისი არ აქვს, არ იცის რას მიაწვეს.
მაგის ერთადერთი ძალა ის არის, რომ იყო მთავარი ოპოზიციური პარტია, ეს გამოეცალა ხელიდან და არის უმძიმეს მდგომარეობაში.
უმძიმეს მდგომარეობაში არ იქნებოდა თავის პარტიას რომ სჯერდებოდეს და თავის პარტიას ხედავდეს. უნდა რომ სხვა პარტიებიც მას ემორჩილებოდნენ, ის იყოს ერთადერთი - ამ რეალობას დიდი ხანია აცილებულია.
კი იყო რაღაც დრო ვარდების რევოლუციის შემდეგ 2003 წელს, როცა აიღო 96%, მაგრამ ეგ დრო წასულია დიდი ხნის წინ და ჯავახიშვილის თეთრი კურდღელი ხომ იცით, ეს თეთრი კურდღელი უჭირავს ხელში, ეს დაკარგული დიდება და არ უშვებს ხელს. ანგრევს ყველაფერს, ჩვენ ციდან ხომ არ ჩამოვვარდნილვართ," - აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.