რეზონანსი
23.06.2026

მდინარეში დაღუპული 8 წლის ინგუში ბავშვის ცხედრის პოვნის შემდეგ, 19 წლის მოხალისეს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა. ინფორმაციას “ჯემნიუსი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, 19 წლის მოხალისე დაღესტნიდან იყო.

8 წლის ხიზირ დერბიჩევს 20 000-ზე მეტი ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა.

მიმდინარე წლის 15 ივნისს ნაზრანის რაიონის სოფელ იანდარეში 8 წლის ბიჭი ორ მეგობართან ერთად მდინარის პირას იმყოფებოდა, როდესაც ერთ-ერთი ბიჭი დინებამ წაიღო. ხიზირ დერბიჩევი კი მდინარეში გადახტა და მეგობარი გადაარჩინა, თუმცა ის თავად ძლიერმა დინებამ გაიტაცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×