რეზონანსი
24.06.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და  უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.  ამის შესახებ ინფრომაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ზუგდიდში, ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით  დიდ ოდენობით - 625  შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×