რეზონანსი
24.06.2026

ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამის, ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით,  ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა „გმირობა გააუფასურეს“. ამის შესახებ მან გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა.

ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით, სოციალურ ქსელში არსებობს 90 კაციანი სია, რომლებსაც ეროვნულ გმირებს უწოდებენ, მაგრამ აქედან 26-მა მათგანმა საპროცესოს მოაწერა ხელი, მისივე თქმით, თავად უწყობენ ხელს გმირობის გაუფასურებას.

„გმირობა გააუფასურეს, ამაში ჩვენც გარკვეულწილად ვუწყობთ ხელს. ჩვენ ვამბობთ, რომ ციხეში ვინც ზიან  აი გმირები არიან, ვიღაცა 7 დღე დაჯდა - გმირია.  90 კაცის სიაა ეხლა სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული გმირები და იქედან აღმოჩნდა ერთი 26 დავთვალე, რომელმაც საპროცესოს მოაწერა ხელი და გამოვიდა, ჩვენც ვუწყობთ ხელს გმირობის გაუფასურებას, სხვა რამეა გმირობა,“ - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×