
თელავში, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მიმდინარეობისას, 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა - არსებული ინფორმაციით, მას საგამოცდო პროცესის დროს გული გაუჩერდა.
კაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.
თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, ის კლინიკაში გარდაცვლილი შეიყვანეს.
„უკვე გარდაცვლილი შემოვიდა ჩვენთან, გული გაჩერებული ჰქონდა. ექიმებმა ყველაფერი სცადეს, თუმცა გულის ამუშავება ვეღარ მოხერხდა. სავარაუდოდ, სტრესის ფონზე ინფარქტი განუვითარდა და ადგილზე გარდაიცვალა“, - განაცხადა ხათუნა ჭონიაშვილმა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.
მთავარი ამბები კახეთიდან