რეზონანსი
24.06.2026

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, რუმინეთისა და მოლდოვის  სამომავლო გაერთიანების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება. 

ანანიძის განცხადებით, ოპოზიციის სურვილი საქართველომ მიბაძოს მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც  ქვეყნის სუვერენიტეტი არაფერს ნიშნავს “აცდენილია სახელმწიფოწიფოებრივ იდეალებს.”

"ჩვენი ისტორია სუვერენიტეტისთვის დაუღალავი ბრძოლის ქრონიკაა. ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს.”- წერს ცოტნე ანანიძე. 

ცნობისთვის, რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება რუმინეთის დეპუტატთა პალატამ ავტომატურად დაამტკიცა და ის სენატს გადაეგზავნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×