რეზონანსი
02.07.2026

ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმის ინფორმაციით, „ვივამედში“ გადაყვანილი მსჯავრდებულის ლაბორატორიული კვლევების პასუხები, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.

ექიმ ანი ქავთარაძის თქმით, „ვივამედის“ კლინიკურ დირექტორთან პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა განიხილეს. დაიგეგმა სამედიცინო კვლევები, რის შემდეგაც დაიწყება ელენე ხოშტარიას მკურნალობა.

„პარალელურად გვექნება ონლაინ კონსილიუმი სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებთან, რომლებთან ერთადაც დავგეგმავთ სხვა ინსტრუმენტულ კვლევებს", - აღნიშნა ანი ქავთარაძემ.

ცნობისათვის, ელენე ხოშტარია საპატიმრო დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გუშინ საღამოს გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×