
ირანის უმაღლესმა სამხედრო მეთაურმა, შეერთებული შტატები და ისრაელი გააფრთხილა, რომ უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სახელმწიფო დაკრძალვის წინა პერიოდში, ირანზე თავდასხმები არ განახორციელონ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური სარდლობის მეთაურის, ალი აბდოლაჰის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ არტერიაზე მკაცრი პასუხი ექნებათ.
„ჩვენ ვაფრთხილებთ ირანის მტრებს, განსაკუთრებით აშშ-ს და სიონისტურ რეჟიმს (ისრაელს), თავი აარიდონ ნებისმიერ შეცდომას და დაფიქრდნენ იმ მკაცრ პასუხზე, რომელსაც ჩვენი შეიარაღებული ძალები მიიღებენ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ საფრთხესა და აგრესიაზე“, - განაცხადა ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, ალი აბდოლაჰიმ.
ცნობისთვის, ხამენეის დაკრძალვის პროცესია 4 ივლისს თეირანში დაიწყება და 9 ივლისს, მის მშობლიურ ქალაქ მაშჰადში დაკრძალვით დასრულდება. ამ თარიღებს შორის პერიოდში, დამატებითი ცერემონიები ყუმსა და ერაყში იგეგმება.