რეზონანსი
02.07.2026

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანია დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. 

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, მერაბ მალანიას შვილი ადვოკატმა გუშინ მოინახულა. როგორც ლაშა ცუცქირიძემ განაცხადა, დაკავებულ არასრულწლოვნათან საქმის დეტალებზე არ უსაუბრია. 

"წუხელ გვიან ღამით რომ შეასახლეს, რამდენიმე წუთით მოვინახულე, უბრალოდ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გვქონდა. მე თვითონ არ გადავწყვიტე, რომ რაღაც პრობლემურ დეტალებზე გვესაუბრა, აქედან გამომდინარე ჩემთვის უცნობია მისი პოზიცია დეტალებთან დაკავშირებით. დაკავების ოქმით, გუშინ შუადღის საათებში იქნა დაკავებული, იმყოფებოდა ბებიასთან სოფლად და ჩვეულებრივი პროცედურებით იქნა დაკავებული. სხვა რაიმეს თქმა არ შემიძლია. 

როგორც ჩემთვის ზეპირსიტყვიერად არის ცნობილი, იგი სარგებლობდა მოწმის სსტატუსით ამ ეტაპამდე, დაკითხული იყო საგამოძიებო უწყებაში", - ამბობს ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე. 

მოკლული მასწავლებლის დედა კი დაკავებულისთვის ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვს - ეკა კუპატაძე ფიქრობს, რომ გიორგი მალანიას არა დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლი, არამედ ორგანიზების მუხლი უნდა წარედგინოს. 

დარწმუნებული ვარ მუხლი შეიცვლება და ის იქნება ორგანიზატორი ამ საქმის - ეუბნება ავალიანის დედა "პირველებს". 

ეკა კუპატაძის თქმით, რომ არა შსს-ს ყოფილი მაღალჩნოსნის შვილი, გიგა ახლა ცოცხალი იქნებოდა. ქალი ამბობს, რომ სწორედ გიორგი მალანიასგან შეიტყო მისამართლი მკვლელობაში მსჯავრდებულმა ალექსანდრა გაბაშვილმა. 

"გიორგი მალანია არის პირი, რომელსაც შეეძლო ამ მკვლელობის მართვა. მას შეეძლო გადაერჩინა გიგა, მაგრამ მან არჩევანი გააკეთა გიგა მკვლელობაზე. მან იცოდა, რომ იმ დღეს გიგას წუთები ეთვლებოდა. როგორც ჩანს საგაკვეთილო დროს, გიორგი მალანიას და ალექსანდრე გაბაშვილს შორის სატელეფონო კავშირიც არის. იკვეთება ის, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია აიღო გიორგი მალანიადან ალექსანდრე გაბაშვილმა. გაბაშვილმა არ იცოდა როგორი იყო ფიზიურად გიგა, არ იცოდა როგორი ვიყავი მე, არ იცოდა ჩვენი მისამარართი.

8 ოქტომბერს ისეთი ინტენსივობით უკავშირდება გიორგი მალანიას, რომ უდავოა, რომ საუბრობენ ისევ გიგაზე და 9 ოქტომბერს გაიხსნა მერე საქმე ოფიციალურად. გიორგი მალანიას სერიოზული როლი აქვს როგორც ორგანიზატორს ამ მვკლელობასი. რომ არა გიორგი მალანია, დღეს გიგა ავალიანი იქნებოდა ცოცხალი - მაშინ რატომ წარუდგინა პროკურატურამ მუხლი შეუტყობინებლობაზე? ეს ეხლა უკვე ტექნიკური ნაწილია. ამ წუთში მყარი მტკიცებულება, რომელი მუხლისაც ხელში უჭირავს, იმ მუხლით წაუყენა, თუმცა, პროკურატურამ ჩემზე, თქვენზე, სხვაზე კარგად იცის გიორგი მალანიას როლი ამ საქმეში და მე დარწმუნებული ვარ მუხლი შეიცვლება და ის იქნება ორგანიზატორი ამ საქმის. საქმე იყო გაჯერებული ირიბი და პირდაპირი მტკიცებულებებით. სწორედ ამ გაწერილმა თავშეკავებამ მაფიქრებინა ის,ხომ არ აკავებთ ვინმე ან რამე. ხოკმ არ უზღუდავთ მათ ვინმე პროფესიულ უფლებამოსილებას", - აცხადებს ეკა კუპატაძე. 

გირგი მალანია სამართალდამცველებმა გუშინ გურიის რეგიონში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×