რეზონანსი
02.07.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკა ნატოზე გაცილებით მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა, თუმცა ამის სანაცვლოდ არანაირ სარგებელს არ იღებს.

მისი თქმით, 2014-2025 წლებში აშშ-მა ნატოზე 999 მილიარდი დოლარი დახარჯა მაშინ, როცა ალიანსის სხვა ქვეყნებმა გაცილებით ნაკლები თანხა გაიღეს.

„აშშ ნატოზე გაცილებით მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა, მათ დასაცავად, თუმცა ამის სანაცვლოდ არანაირ სარგებელს არ იღებს. აშშ - 999 მილიარდი დოლარი, გაერთიანებული სამეფო - 90,5 მილიარდი დოლარი, საფრანგეთი - 66,5 მილიარდი დოლარი, იტალია - 48,8 მილიარდი დოლარი, პოლონეთი - 44,3 მილიარდი დოლარი. დანარჩენი ქვეყნები, მათ შორის გერმანია, გაცილებით ნაკლებს ხარჯავენ. (2014–2025 წლები). სასაცილოა!“, - დაწერა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×