რეზონანსი
02.07.2026

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის ტემპის შენარჩუნების აუცილებლობას.

მინისტრმა კომენტარი გააკეთა იმ ფონდის შექმნის გეგმებზე, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინისთვის დახმარების გაწევის მიზნით უნდა შეიქმნას და რომელშიც გერმანიამ 12 მილიარდი ევრო უნდა შეიტანოს.

პისტორიუსმა აღნიშნა, რომ ომი პოტენციურად გადამწყვეტ ფაზაში შევიდა.

„ომი უკრაინაში პოტენციურად გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და ჩვენ ეს იმპულსი უნდა გამოვიყენოთ. უკრაინას ესაჭიროება სახსრები შეიარაღების წარმოებისა და რუსეთისგან თავდაცვისთვის. მიმაჩნია, რომ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, არ შევანელოთ ტემპი“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×