
სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება, სიძულვილისა და ზიზღის ენის გამოყენება - უკვე მეორე თვეა, რაც საჯარო სივრცეში გაკეთებულ ამ შინაარსის განცხადებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამონიტორინგებს. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მთავარი მიზანი სოციალურ ქსელებში ადამიანის ღირსების შემლახველი კომენტარების პრევენცია. ახლად შექმნილი დეპარტამენტის იურისტი განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემდეგ, მოპოვებული მტკიცებულებები სასამართლოს გადაეცემა.
დეპარტამენტმა სასამართლოს უკვე 150 მდე საქმე წარუდგინა. ნაწილზე გადაწყვეტილება მიღებულია, ნაწილის განხილვა კი სასამართლოებში ჯერ ისევ გრძელდება. სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებზე პროცესები დღესაც გაიმართა.
ოზურგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი ლაშა სიხარულიძე, რომელმაც შეურაცხყოფა გოგა ხაინდრავას მიაყენა.
მამუკა ქინქლაძის საქმე განიხილა თელავის სასამართლომ. ბრალდებული საჯარო სივრცეში დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო მოსამართლემ 500 ლარით დააჯარიმა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა ავთანდილ ბოჭორიშვილი, რომელმაც შეურაცხყოფა პოლიტიკოს გია ვოლსკის მიაყენა. მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო ლერი აფრიდონიძე, რომელმაც სიძულვილის ენა ლუკა ჭაფოძის მისამართით გამოიყენა. 800 ლარით დაჯარიმდა შალვა ნათელაშვილის შეურაცხყოფისთვის გოჩა ლანჩავა.
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ 1 თვეში 170 მდე სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტი უკვე გამოავლინა.