რეზონანსი
03.07.2026

რუსეთი სავაჭრო კომპანიების მეშვეობით იაპონიიდან საავიაციო საწვავის იმპორტს გეგმავს, – ინფორმაციას „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, უკრაინის მიერ რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შემდეგ მოსკოვი ქვეყნის მასშტაბით საწვავის კრიზისს ებრძვის.

„როიტერის“ წყაროების ინფორმაციით, სავარაუდოდ, ივლისის პირველ ნახევარში იაპონიის ჩიბას პორტიდან, სულ მცირე, 200 000 ბარელი თვითმფრინავის საწვავი ჩაიტვირთება და ჯერ სამხრეთ კორეაში, შემდეგ კი, შუამავალი სავაჭრო კომპანიების მეშვეობით, რუსეთში გაიგზავნება.

წყაროების ცნობით, ტვირთი ერთი ტანკერიდან მეორეზე დაიტვირთება და რუსეთში საზღვაო გზით გაიგზავნება.

„როიტერი“ წერს, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და საწყობებზე უკრაინის დრონებით თავდასხმების შედეგად გამოწვეული საწვავის კრიზისის ფონზე, მოსკოვი საწვავის შესყიდვაზე შეზღუდვებს აწესებს. წყაროების განცხადებით, რუსი ფერმერები შიშობენ, რომ, შესაძლოა, წელს მოსავლის აღება ვერ შეძლონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×