რეზონანსი
03.07.2026

„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი თუ არა მთავარი მიღწევა არის ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა. ეს ნამდვილად მებრძოლი ხალხია, ახალი აზროვნებით, სულ სხვა მიზანმიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი წერს, ასეთებია ლევან სანიკიძე, ირაკლი ფავლენიშვილი, ლაშა ფარულავა და იგორ ნარმანია.

„მათ არ ამძიმებს ხელისუფლებაში ყოფნის წარსული ტვირთი და ისინი ბრძოლაში ჩაერთნენ წმინდა წყლის იდეისთვის. ასეთებია ლევან სანიკიძე, ირაკლი ფავლენიშვილი, ლაშა ფარულავა, რა თქმა უნდა, იგორ ნარმანია. ასევე გვყავს უმაგრესი ახალგაზრდები რეგიონებში. შეუძლებელია, იმ ძალამ და იდეამ, რომელსაც ასეთი ხალხი უჭერს მხარს, არ გაიმარჯვოს“, – წერს სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×