რეზონანსი
03.07.2026

მედიკოსები ტემპერატურის მატებასთან ერთად ტკიპებით გავრცელებული ინფექციების გაზრდილ რისკებზე საუბრობენ. ისინი კონკრეტულ რეკომენდაციებს გასცემენ და ამბობენ, რომ საფრთხის თავიდან ასარიდებლად სპეციალური დამცავი საშუალებების - რეპელენტების გამოყენებაა საჭირო.

ტკიპების სხვადასხვა სახეობა ადამიანებში სხვადასხვა დაავადებას იწვევს. ცხელება, ქავილი, ინტოქსიკაცია და სისხლში განვითარებული ცვლილებები - ეს მწერის ნაკბენით გამოწვეული ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია. სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, ტკიპის აღმოჩენის შემთხვევაში ექიმს დაუყოვნებლივ მიმართონ.

პარაზიტი გავრცელებულია ცხოველებშიც და შესაძლოა, ადამიანზეც გადავიდეს. ტკიპის მოშორებისას მნიშვნელოვანია, ხელები სპეციალური ხელთათმანით იყოს დაცული.

აღნიშნული პრობლემით კლინიკებში მიმართვიანობა, ძირითადად, გაზაფხულიდან იწყება. ექიმები ამბობენ, რომ ბუნებაში ყოფნის შემდეგ აუცილებელია ტანსაცმლისა და პირადი ნივთების საფუძვლიანი დათვალიერება. ტკიპის მოშორების შემდეგ კი, აუცილებელია როგორც ნაკბენი ადგილის, ისე ხელების საფუძვლიანი დამუშავება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×