რეზონანსი
04.07.2026

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, რუსეთმა ლუგანსკის ოლქი სრულიად დაიკავა:

"ბოლო პერიოდში სრულად დასრულდა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გათავისუფლება, გრძელდება უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმირებების განადგურება  დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში" - ამბობს პუტინი. 

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ხარკოვის ოლქის 60 დასახლებული პუნქტიდან ევაკუაციის ბრძანება გასცა. საუბარია ხარკოვის სამ რაიონზე. გაფართოვდა რეგიონის კუპიანსკის, ბოგოდუხოვისა და ხარკოვის სოფლებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ზონა.

როგორც მედია იუწყება, დასახლებული პუნქტებიდან ევაკუაცია უკავშირდება სასაზღვრო და ფრონტის ხაზთან ვითარების შესაძლო გამწვავებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×