რეზონანსი
04.07.2026

უკრაინის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე მასირებული დარტყმები უნდა გაგრძელდეს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაერთიანებული ძალების ერთ-ერთ დამხმარე პუნქტში ვიზიტისას განაცხადა. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ კონსტანტინოვკას დაკავება კრამატორსკისა და სლავიანსკის მიმართულებით შემდგომი წინსვლის შესაძლებლობას ქმნის.

„უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და მისი ფუნქციონირების უზრუნველმყოფელი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მასირებული და ჯგუფური დარტყმების განხორციელება უნდა გაგრძელდეს. კონსტანტინოვკას აღება პირდაპირ გზას ხსნის კრამატორსკის, სლავიანსკისა და დონბასში მდებარე სხვა გამაგრებული რაიონების მიმართულებით შემდგომი წინსვლისთვის“, - აღნიშნა პუტინმა.

პუტინმა 7 ივნისს ევროკავშირის ლიდერების გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განცხადებაში ევროპელი ლიდერები დადებითად აფასებდნენ კიევის მიერ უპილოტო ტექნოლოგიების გამოყენება.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ეს განცხადება აჩენს კითხვებს, ხომ არ არის ეს უკრაინის მიერ რუსეთის სამოქალაქო ობიექტებზე, ინფრასტრუქტურაზე, სამოქალაქო ტრანსპორტზე, სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებზე განხორციელებული დარტყმების მხარდაჭერა.

„თუ ასეთი მიდგომები არსებობს და ხორციელდება, ჩვენც შესაბამისი პასუხი უნდა გავცეთ. გთხოვთ, წარმოადგინოთ შესაბამისი წინადადებები“, - განაცხადა პუტინმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×