რეზონანსი
04.07.2026

ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად. ჩემ­თან თქვა - ყვე­ლა­ფე­რი გა­ივ­ლის, მაგ­რამ მე ამ ცოდ­ვით რო­გორ ვი­ცხოვ­რო მთე­ლი ცხოვ­რე­ბაო. ძა­ლი­ან ნა­ნობს ამ ყვე­ლა­ფერს, - ამის შე­სა­ხებ და­დი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქის ად­ვო­კატ­მა იმე­და ქარ­ქა­შა­ძემ გა­ნა­ცხა­და. რო­გორც ად­ვო­კატ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და, ბრალ­დე­ბუ­ლი ამ­ბობს, რომ ავა­რი­ის მო­მენ­ტი არ ახ­სოვს და იმ დღეს, რო­დე­საც შემ­თხვე­ვა მოხ­და, ჩვე­უ­ლებ­რივ, სამ­სა­ხურ­ში მი­დი­ო­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალი, რო­მე­ლიც მო­ქა­ლა­ქეს და­ე­ჯა­ხა ოლგა სვი­ატ­კი­ნაა. რო­გორც ცნო­ბი­ლია ის უკ­რა­ი­ნელ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად თბი­ლის­ში წლე­ბია ცხოვ­რობს.

„თვი­თონ იმ­დე­ნად შოკ­შია. ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად. ჩემ­თან თქვა - ყვე­ლა­ფე­რი გა­ივ­ლის, მაგ­რამ მე ამ ცოდ­ვით რო­გორ ვი­ცხოვ­რო მთე­ლი ცხოვ­რე­ბაო. ძა­ლი­ან ნა­ნობს ამ ყვე­ლა­ფერს. იმ მო­მენ­ტში რა მოხ­და, თვი­თო­ნაც არ ახ­სოვს. ჩვე­უ­ლებ­რივ რუ­ტი­ნა ჰქონ­და, სამ­სა­ხურ­ში მი­დი­ო­და და მოხ­და ასე­თი ამ­ბა­ვი. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ არც ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის ქვეშ ყო­ფი­ლა, არც სხვა გა­რე­მო­ე­ბა იყო“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

იმე­და ქარ­ქა­შა­ძის თქმით, ეს იყო ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა, რო­მელ­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა და არა გან­ზრახ ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბა. ად­ვო­კა­ტის ვერ­სი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლის დაძ­ვრი­სას ქალს შე­ე­შა­ლა „პე­და­ლი“ და შემ­თხვე­ვით სხვას და­ა­ჭი­რა ფეხი, რა­მაც შე­ჯა­ხე­ბა გა­მო­იწ­ვია.

„არ არის ის გა­რე­მო­ე­ბა, რა­საც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვაა, რის გა­მოც ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. მინ­და მი­ვუ­სამ­ძიმ­რო გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს. რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა. არ არის ისე­თი, რომ ვთქვათ სპე­ცი­ა­ლუ­რად მოხ­და და­ჯა­ხე­ბა ან სხვა მი­ზა­ნი იყო. ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია.

არას­წო­რად გა­ი­გეს ჩემი ნათ­ქვა­მი, არ მით­ქვამს, რომ და­ზი­ა­ნე­ბა იყო მან­ქა­ნის რო­მე­ლი­ღაც ნა­წილ­ში. გა­და­ცე­მა­თა კო­ლოფს და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და, თვი­თონ შე­ამ­ჩნია. სხვა ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რად მუ­შა­ობ­და. ეს იყო ისე­თი მო­მენ­ტი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რს და­ე­მარ­თოს. სა­ხე­ზე გვაქვს არა­გან­ზრა­ხი და­ნა­შა­უ­ლი. უბ­რა­ლოდ მან­ქა­ნის დაძ­ვრი­სას აე­რია და შემ­თხვე­ვით სხვა პე­დალს და­ა­ჭი­რა ფეხი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოხ­და შე­ჯა­ხე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ად­ვო­კა­ტის თქმით, ექ­სპერ­ტი­ზამ უკვე შე­ა­მოწ­მა ავ­ტო­მო­ბი­ლი. მისი გან­ცხა­დე­ბით, სა­მუხ­რუ­ჭე სის­ტე­მა მწყობ­რში იყო, ასე­ვე გა­მარ­თუ­ლი იყო სა­ჭის მე­ქა­ნიზ­მიც.

„გა­მო­ძი­ე­ბა უკვე ჩა­ა­ტა­რა ექ­სპერ­ტი­ზა. სა­მუხ­რუ­ჭე სის­ტე­მა მწყობ­რში იყო. ასე­ვე გა­მარ­თუ­ლი იყო საჭე. ის, რომ შემ­თხვე­ვა სხვა გა­რე­მო­ე­ბამ გა­მო­იწ­ვია, არ ჩანს. ექ­სპერ­ტი­ზა­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვართ შე­თან­ხმე­ბუ­ლე­ბი, თუ უნ­დათ ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით ჩა­ვა­ტა­რებთ“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა და­დი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე 22 ივ­ნისს მოხ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­-კად­რე­ბის თა­ნახ­მად, შუ­ახ­ნის ქალი ტრო­ტუ­არ­ზე გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რო­დე­საც ტრო­ტუ­ა­რი­დან­ვე დაძ­რუ­ლი მან­ქა­ნა მას და­ე­ჯა­ხა და იქვე მდგარ ავ­ტო­მო­ბილს მი­ა­ჯა­ხა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალი, რო­მე­ლიც მან­ქა­ნას მარ­თავ­და, და­კა­ვე­ბუ­ლია და მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით უკვე შე­ფარ­დე­ბუ­ლი აქვს პა­ტიმ­რო­ბა.

„სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით (ავ­ტო­მო­ბი­ლის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვა რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

წყარო: „Ambebi.ge“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×